鶹ý-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015
დღეს 鶹ý-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.
25 სექტემბერს 鶹ý-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის.
鶹ý-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.
ვაუჩერებით და 鶹ý-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები 鶹ý-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.
დღესვე დაჯილდოვდა 鶹ý-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.
鶹ý-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.
ღონისძიებას მუსიკალურად 鶹ý ბენდი აფორმებდა.
27 სექტმბერს კი 鶹ý-ელებს Welcome Party ელით. 鶹ý-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.
鶹ý ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!