ტრადიციად ქცეული შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე უკვე მეორე წელია 鶹ý-ს სასერტიფიკატო პროგრამის BMB-ის (ბიზნესის ადმინისტრირების) ორგანიზატორები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში ღია ლექცია-სემინარებს ატარებენ.
11 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები გორის N9 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ. მომხსენებლებმა პროფესიული არჩევანის მნიშვნელობაზე საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, წარმატებისა თუ შეცდომების მაგალითებზე ისაუბრეს. ინტერაქციულ შეხვედრაში 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს და ბოლოს 鶹ý-სგან საჩუქრად თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები მიიღეს.
ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში საგარეჯოსა და კასპის რაიონის საჯარო სკოლებში გაიმართა. 鶹ý-სა და BMB-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის მიზანი მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის განვითარებაა, რაც მათ სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში უწყობს ხელს.