鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის მე-3 ნაკადის დაჯილდოება

პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის მე-3 ნაკადის დაჯილდოება

ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025

აჩვენე კალენდარზე

8 აპრილს (2025) 鶹ý-ში  პროექტების მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის მე-3 ნაკადის კურსის დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორები უძღვებოდნენ.

სერტიფიკატების მიღებამდე სტუდენტებმა დინალური პროექტები მოამზადეს და კურსის ლექტორს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ პროექტების მენეჯმენტის შესავალი, დაგეგმვა და შესრულება, ასევე ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. ასევე გაეცნენ Agile მეთოდოლოგიას, განსხვავებას Waterfall -სა და Agile-ს შორის, ინკრემენტალურ და იტერაციულ მიდგომებს.

წარმოგიდგენთ სტუდენტების შეფასებებს:

„Agile იყო ძალიან ნაყოფიერი, დალაგებული და ორგანიზებული, ტრენერიც ძალიან სასიამოვნო და მცოდნე.“

„AGILE მეთოდოლოგიის კურსი იყო მეტად საინტერესო და ინფორმაციული.“

鶹ý ულოცავს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა