12.11.2016 鶹ý-ში აბიტურიენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მე-12 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ თამაშში, რომელიც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიული გზით ითვალისწინებდა.
აბიტურიენტებმა წარმატებით გაართვეს თავი სახალისო დავალებებს და მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს. გათამაშდა სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ორ იღბლიან გიორგის ერგო. ღონისძიებას მუსიკალურად 鶹ýბენდი აფორმებდა. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და ტკბილეულის სუფრით დასრულდა.