28 ივლისს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (鶹ý) გუნდი კახეთს ესტუმრა. მათ მოინახულეს წინანდლის მუზეუმი და მონაწილეობა მიიღეს ღვინის დეგუსტაციაში. დღის მეორე ნახევარში გადაინაცვლეს შატო მოსმიერში, სადაც თიმბილდინგ ღონისძიების შემდეგ გაიმართა 鶹ý-ს რებრენდინგის შედეგებისა და ჩვენი ახალი ლოგოს პრეზენტაცია, რასაც მოჰყვა თანაშრომლების ჩართულობის კვლევის შედეგების გაცნობა.
დღის ბოლოს გამოცხადდა შიდა გამოკითხვის შედეგადად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები, რომლებმაც მიიღეს შემდეგი სერტიფიკატები: 鶹ý-ს ყველაზე “SMART” თანამშრომელი, 鶹ý-ს Google-ი, 鶹ý-ს ყველაზე ორგანიზებული თანამშრომელი და 鶹ý-ს მოტივატორი.
ამის შემდეგ საღამო სასიამოვნო მუსიკის ფონზე არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.